პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
1. პროექტის სახელწოდება: არაორგანულ ნაერთთა
ძირითადი კლასების
დახასიათება.
2. პროექტის მთავარი იდეა, თემა 1-2 წინადადებით: ასხვავებს ერთმანეთისგან ოქსიდებს, მჟავებს, ფუძეებს (ტუტეებს)
და მარილებს, ადგენს მათ ფორმულებს;
მსჯელობს და
ასკვნის, რომ ფუძე ოქსიდს შეესაბამება ფუძე, მჟავა ოქსიდს _ მჟავა;
3. პროექტის აქტუალურობა: აკვირდება მეტალთა ჟანგვის პროცესებს ყოფა-ცხოვრებაში,
მოიპოვებს სათანადო ინფორმაციას და მსჯელობს მეტალთა თვისებებზე;
4. პროექტის მიზანი: პროექტზე მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება, მოსწავლე განასხვავებს ერთმანეთისაგან ოქსიდებს, მჟავებს, ფუძეებს
(ტუტეებს) და მარილებს , ქმნიან მათ ფორმულებს, ამყარებენ კავშირს:
მეტალი-ფუძე ოქსიდი-ფუძე და მარილი; არამეტალი-მჟავა ოქსიდი, მჟავა და მარილი.
5. მონაწილეთა
ასაკი: 13-14 წელი
6. ვადები, ხანგრძლივობა: ერთი თვე
7. მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეებში კვლევითი
და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება. მოსწავლეები იკვლევენ, იძიებენ ინფორმაციას.
8. პროექტისათვის საჭირო რესურსები: პროექტორი, კომპიუტერი, წიგნი,დაფა, ცარცი, ფორმატი
4 ცალი, საწერი კალამი, მარკერი.
9. პროექტის მსვლობის ძირითადი აქტივობები: ინფორმაციის მოძიება და დახარისხება, ინტერნეტ-სივრცე, პრეზენტაცია.
10. საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან, ესგ-თან კავშირი: ისტ ტექნოლოგიების კავშირი
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
მედეა გორდაძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: medea.gordadze@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
medeagordadze.blogspot.com
Comments
Post a Comment